Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

„დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო შემოსული, მაგრამ მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი არ იყო. მისი გამოკვლევის შედეგი ახლა ცნობილია. მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.

Share