Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი პაციენტი 58 წლის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.

Share