Home » საზოგადოება » საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობამ 45 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

stopcov.ge -ის  ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 45 მოქალაქე. გარდაიცვალა 3.

Share