Home » ბიზნესი » საქართველოში ბრიტანული ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ ტანსაცმელი შეიკერება

საქართველოში ბრიტანული ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ ტანსაცმელი შეიკერება

ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) ტანსაცმელს შეკერავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „იმერმა“ „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) აუდიტი ცოტა ხნის წინ გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელიც გახდა.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარია.

Share