Home » ფინანსები » საქართველოს სარეზერვო აქტივები გაეზარდა

საქართველოს სარეზერვო აქტივები გაეზარდა

სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის გააქტიურების მიუხედავად, საქართველოს სარეზერვო აქტივები გაეზარდა. აპრილში ზრდამ 77 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

1 მაისისთვის საქართველოს 3,476 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები ჰქონდა, მათ შორის, 3.280 მლრდ-მდე უცხოური ვალუტის რეზერვები იყო.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აპრილში რეზერვების ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის სვოპ ოპერაციებმა, რის შედეგადაც რეზერვი დაახლოებით 153 მლნ დოლარით გაიზრდა.

საქართველოს რეზერვები დაბანდებული აქვს რამდენიმე ქვეყნის სუვერენულ ბონდებში და საფინანსო ინსტიტუტების ფასიან ქაღალდებში. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 120 მლნ დოლარი მიაწოდა და დაანონსებული აქვს მეტი აქტივობა.

Share