Home » ახალი ამბები » „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დღეს, 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი – ქუთაისი – ოზურგეთი.

ასევე, მსვლელობიდან მოიხსნება საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 – ხაშური – ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან აღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

Share