Home » ბიზნესი » საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო სადგურის აშენებას გეგმავს
საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო სადგურის აშენებას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო სადგურის აშენებას გეგმავს

საქართველოს რკინიგზა ანაკლიაში სარკინიგზო-სამგზავრო სადგურის აშენებას განიხილავს.

გეგმაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა “ბიზნესკონტაქტში” განაცხადა. დაჩი ცაგურია ამბობს, რომ სარკინიგზო ქსელის განვითარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

“როგორც იცით, ანაკლიის პორტისკენ ჩვენ დაწყებული გვაქვს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტი. განვიხილავთ  ანაკლიაში სარკინიგზო-სამგზავრო სადგური განთავსების იდეას, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ, მას პროექტის დეტალებზე დღეს არ უსაუბრია. 

ანაკლიის პორტთან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების მიყვანის ვალდებულება მთავრობას აქვს აღებული. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონს დახარჯავს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმა უკვე მოამზადა და პორტის სამშენებლო სამუშოების დაწყებას ამ წლის მეორე ნახევარში აანონსებს.  აქტიურად მიმდინარეობს ნავსადგურის მშენებლობის არეალში მოყოლილი პირების განსახლებაც. ამ მიზნისთვის სახელმწიფომ 96 მლნ ლარი გამოყო.

წყარო: GBC

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

Share