Home » საზოგადოება » საქართველოს რამდენიმე დღეში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება

საქართველოს რამდენიმე დღეში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება

“ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება.

“ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს. დაახლოებით, 1000 ტესტს, მაგრამ ესენი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და არ გაგვიკვირდეს, რომ ერთ თვეში იყოს ტექნოლოგიები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ გარდა სწრაფი ტესტებისა, ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

Share