Home » საზოგადოება » საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში – დუგინი

საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში – დუგინი

“სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში”, – ამის შესახებ რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ინტერნეტ-ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში განაცხადა.

“საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია ის იყოს “როგორც მინიმუმ ნეიტრალური”, რაც დღეს არის. სინამდვილეში საქართველოს დანაწევრების იდეა არასდროს არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, სხვა საქმეა, რომ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს, საქართველო როგორც მინიმუმ უნდა იყოს ნეიტრალური. იგივე პრინციპი მოქმედებს უკრაინასთან მიმართებაშიც.

თავისთავად ჩვენ გვაქვს იმპერიული განზომილება. ეს იყო ყოველთვის. ამის უარყოფა აბსურდული იქნებოდა. თუ წარმოვიდგენთ, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოვიდოდნენ, დღეს პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის”, – აცხადებს დუგინი.

Share