Home » საზოგადოება » საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას „აიდი“ ბარათებით შეძლებენ

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას „აიდი“ ბარათებით შეძლებენ

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას „აიდი“ ბარათებით შეძლებენ. როგორც სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთმა და საქართველომ შესაბამისი გეგმის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

„მისი განხორციელების შედეგად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვარი „აიდი“ ბარათებით გადაკვეთონ. ჩვენ შევთანხმდით ამ დოკუმენტის განხორციელებაზე გადავიდეთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

აღნიშნულ შეთანხმებას ორმა ქვეყანამ 3-4 მარტს ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას მიაღწიეს. ამ დრომდე საქართველოსა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ პასპორტების გამოყენებით შეეძლოთ.

როგორც სომხური მედია წერს, ჯერ უცნობია, როდიდან შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში.

1tv.ge

Share