Home » ეკონომიკა » საქართველომ მარაგები 8 000 ტონა ხორბლით შეივსო

საქართველომ მარაგები 8 000 ტონა ხორბლით შეივსო

საქართველომ მარაგები 8000 ტონა ხორბლით შეივსო. ფოთის მარცვლეულის ტერმინალში დღეს დაიცალა 5 000 და 3 000 ტონიანი ორი გემი.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მარაგები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეივსო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში საქართველოში დამატებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვა 27000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალი.

როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, საქართველოში ივნისში   იწყება ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღება.

“დღეს საქართველოში ხორბლისა და ფქვილის საკმარისი მარაგები და სტაბილური ფასია და  პროდუქციის ხარჯვის პარალელურად მარაგების შევსება  შეუფერხებლად ხორციელდება”, – განმარტავენ ასოციაციაში.

Share