Home » ახალი ამბები » საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

საქართველოდან ირანში დღეს 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა.

მგზავრების  ინფორმაციით, ბილეთში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე შეზღუდვის დაწესებამდე იხდიდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე აიარეისი განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

Share