Home » ბიზნესი » საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7%-ით გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 31 მლნ $ შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.

ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების,იაპონიისა და კანადის მიმართულებით.

წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა.

 ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული 46,8 მლნ აშშ დოლარი 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

Share