Home » მსოფლიო » საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთი 2040 წლისთვის ქვეყანაში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ქვეყნის ახლადარჩეულა ეკოლოგიის მინისტრმა ნიკოლა ულომ განაცხადა.

მან ქვეყნის ეკოლოგიური განვითარების 5 წლიანი გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ ტრადიციული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმა რევოლუციური ნაბიჯია.  მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომწარმოებლებისთვის ეს მოთხოვნა ადვილი არ იქნება, თუმცა უკვე ბევრმა მწარმოებელმა დაიწყო შიგაწვის ძრავიდან ელექტრონულ ძრავაზე გადასვლის პროცესი.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება  ქვანახშირზე მომუშავე ყველა ელექტროსადგურის გაჩერება და ელექტროენერგიის წამოებაში ატომური ენერგიის წილის არსებული 75%-დან 50%-მდე შემცირება.

ემანუელ მაკრონის მთავრობა უკვე 2050 წლისთვის საფრანგეთის “კარბონ-ნეიტრალურ” ქვეყნად ქცევას გეგმავს, რის გამოც არსებული სტრატეგიით 2040 წელს შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება.

Share