Home » ბიზნესი » სასტურმო „ჯორჯია პალასი” ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებულ ქართულ ბრენდად დასახელდა

სასტურმო „ჯორჯია პალასი” ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე წარმატებულ ქართულ ბრენდად დასახელდა

6 დეკემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia-ს უმასპინძლა, სადაც ქობულეთში მდებარე სასტურო Georgia Palace Hotel-ი ყველაზე წარმატებულ ქართულ ბრენდად დასახელდა ტურიზმის ინდუსტრიაში.


ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, თბილისის მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია, მთავრობის წარმომადგენლები, პროექტის ნომინანტები, ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

Share