Home » საზოგადოება » საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცრად გოგა მელიქიძე დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე 2020 წლის აპრილიდან აპრილიდან გოგა მელიქიძე დაინიშნა. მელიქიძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესს უხელმძღვანელებს.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს, მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის. ამასთან, დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ ამ გადაწყვეტილებით და დარწმუნებული ვარ, საპენსიო სააგენტოს მონაწილეებისთვის შემდგომი ნაბიჯები უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება “, – აცხადებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გოგა მელიქიძეს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ამასთან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი, ხოლო აქტივების მართვის მიმართულებით ცხრა წლიანი გამოცდილება. 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა კომპანია „გალტ ენდ თაგარტში“ საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სხვადასხვა წლებში იყო უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი და შემდგომ საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 – 2015 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას კომპანია „სმარტექსში“, რომელიც არის საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ჰოლდინგი, ვენჩერული კაპიტალით დაფინანსების სფეროში. 2012 წლამდე იკავებდა დირექტორის თანამდებობას გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქართულ-რუმინულ კომპანიაში.

2004 – 2005 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აი“ („ალდაგი“) საპენსიო სქემის საინვესტიციო ანალიტიკოსად.

Share