Home » საზოგადოება » სამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, დაინფიცირება რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული

სამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, დაინფიცირება რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების სამ შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიამ ვირუსის გენეტიკური ხაზის მეშვეობით დაადგინა, შემთხვევა რომელ ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

„რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ინფექციის ზუსტი წყარო არ ვიცოდით, სეკვენირება მოხდა. ლუგარის ცენტრს აქვს შესაძლებლობა, რომ ვირუსის გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა უკვე, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით ინფექციის ზუსტი წყარო, ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ამ სამივე შემთხვევებში ჩვენ შევძელით, ვირუსის გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა, თუ რომელ ქვეყანასთან იყო ის კავშირში.

ასე რომ, ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში, ამის შესაძლებლობა, ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია და ამას ვაკეთებთ. მაგალითად, ირანის ხაზებთან პირდაპირ ვერ შევადარეთ ჩვენები, რადგან ირანს არ აქვს ატვირთული გენეტიკური ხაზები თავიანთი ვირუსების და კანადაში რომ ირანელი იყო დასნებოვნებული, იმის გენეტიკურ ხაზს შევადარეთ. ამითი დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ირანიდან იყო შემოსული ეს ვირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Share