Home » მსოფლიო » “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა”

“სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა”

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირი და ნატო ბელარუსს სანქციებით ემუქრებოდა.

ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

ბელარუსის ლიდერის თქმით, 2008 წელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხავიერ სოლანამ მას სთხოვა, არ ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ამგვარი აღიარების შემთხვევაში ბელარუსის SWIFT-დან გათიშვა მოხდებოდა“, – აღნიშნა მან.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი მინსკზე ზეწოლას არ ახორციელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების კუთხით.

imedinews.ge

Share