Home » მსოფლიო » სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო ეკლესიებში ღვთისმსახურება ონლაინ ტარდება

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო ეკლესიებში ღვთისმსახურება ონლაინ ტარდება

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკლესიები დროებით დაიხურა. მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ტარდება.

„შევიტყვე, რომ ღვთისმსახურება არ იქნება. მაინც მოვედი ტაძარში გადასამოწმებლად და ის დაკეტილია. გონივრული გადაწყვეტილებაა. ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ეკლესია გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მორწმუნე, სონ იუნ კო.

მორწმუნეები ქადაგების მოსმენას YouTube-ზე შეძლებენ.

Share