Home » მსოფლიო » „სამეფო კარის თამაშებმა“ ისლანდიის ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად შეცვალა
„სამეფო კარის თამაშებმა“ ისლანდიის ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად შეცვალა

„სამეფო კარის თამაშებმა“ ისლანდიის ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად შეცვალა

შარშან ისლანდიური კრონა ევროპულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტად გაძლიერდა.

2016 წლის მაისის შემდეგ ისლანდიის ეროვნული ფული დოლართან მიმართებაში 15%-ით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 21%-ით.

ამ მოვლენაში ყველაზე დიდი წვლილი ტურისტულ ბუმს მიუძღვის. 2016 წელს კუნძული 1,6 მილიონმა ტურისტმა ინახულა.ადგილობრივი სააგენტოები 2017 წელს ვიზიტორების რაოდენობის 2,4 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ.

ექსპერტების აზრით,  ტურისტებს ქვეყანაში ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები ლოკაციები იზიდავთ.

2016 წლის ბოლო კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11,3%-ითაა გაზრდილი, რაც ევროპულ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

წყარო: agora.ge

Share