Home » საზოგადოება » „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება.

ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვადასთან დაკავშირებით კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება.

ხუნდაძე ცვლილებებს ამ წუთებში მეორე მოსმენით წარადგენს.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი.

პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

Share