Home » საზოგადოება » “საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”
"საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა"

“საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს.

აღნიშნულის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალ „Республика Южная Осетия“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთი მუდმივად იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში. ამავდროულად, ჩვენ კავშირებს დავამყარებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმ ქვეყნებთან, რომლებიც გაერო-ში არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც დღეს ვითარდება და რომელსაც სურს ყველასთან მშვიდობიანი ცხოვრება, მათ შორის საქართველოსთან. საბოლოო ჯამში, ეს სხვა სახელმწიფოების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე მიგვიყვანს. ამაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ის ასევე შეეხო ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის გავლით ამიერკავკასიის სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხს.

„რაც შეეხება ამ პროექტს, რომლის ინიციატივითაც მე გამოვედი, ჩვენ ამ პროექტში მხოლოდ თანასწორუფლებიანი პარტნიორების რანგში მივიღებთ მონაწილეობას. არ ვაპირებთ მეორეხარისხოვანი როლის თამაშს. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ამისთვის მზად არ არის. ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როცა საქართველო გაიაზრებს შექმნილ რეალობას და მზად იქნება თანაბარუფლებიანი დიალოგისთვის. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის მზად არის ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს“, – დასძინა მან.

წყარო: ipn.ge

Share