Home » საზოგადოება » სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონლი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Share