Home » მსოფლიო » სადამდე გაიზრდება ნავთობის ფასი ამერიკა-ირანის კრიზისის ფონზე

სადამდე გაიზრდება ნავთობის ფასი ამერიკა-ირანის კრიზისის ფონზე

ირან-ამერიკის დაპირისპირება უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. აქტიურად მიმოიხილავენ, თუ სადამდე შეიძლება გაღრმავდეს კონფლიქტი და რა გავლენა ექნება მას გლობალურ, თუ ქართულ ეკონომიკაზე. თუმცა, კონფლიქტმა უკვე მოახდინა გავლენა, ისეთ სტრატეგიულ პროდუქტზე როგორიც არის ნავთობი.


კერძოდ, 3 იანვარს ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ფიგურა, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა. აღნიშნულს აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ლონდონისა და ამერიკის ბირჟებზე მყისიერად გაიზარდა ნედლი ნავთობის ფასი. კერძოდ, თუ ნიუ-იორკის ბირჟაზე 2 იანვარს ერთი ბარელი 61 დოლარი ივაჭრებოდა, ირანის სამხედრო ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ბარელის ფასი ერთბაშად 63 დოალრამდე გაიზარდა. ეს ფასების მატების პირველი ტალღა იყო, ფასების მატების მეორე, მაგრამ შედარებით პატარა ტალღა, ირანის საპასუხო იერიშს მოჰყვა. რომელიც, ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე განახორციელა.


ნავთობზე ფასების მატების მესამე ტალღას საზოგადოება და ვაჭრობის მონაწილეები ამერიკის საპასუხო რეაქციის შემდეგ ელოდნენ, რომელიც ამერიკული ბაზების დაბომბვის შემდეგ, თითქოს გარდაუვალი ჩანდა. თუმცა, წინა კვირას ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ ნათელი გახდა, რომ შტატები საპასუხო დარტყმას აღარ აპირებდა.
ამ ფაქტმა მოკლევადიან პერსპექტივაში ფასებზე საკმაოდ პოზიტიურად იმოქმედა და თუ შტატების პოზიციის განცხადებამდე, ბარელის ფასი 63 დოლარზე იყო გაყინული, ტრამპის განცხადების შემდეგ ფასებმა დაღმასვლა დაიწყო და ბარელის ფასი 60 დოლარს ჩამოსცდა.


აღნიშნული პროცესებს უკავშირდება კიდევ ერთი ანომალიური მოვლენა, რომელიც ბირჟებზე დაფიქსირდა. კერძოდ, ამერიკა-ირანის დაძაბულობის ფონზე, ნიუ-იორკის ბირჟაზე ჭთI – ის ნავთობის ფასი ძალიან მიუახლოვდა, ბრენტ-ის ტიპის ნავთობის ფასს. რაც ძალიან იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.

იმდენად, რამდენადაც ამ ორი ტიპის ნავთობის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ ზემოთ ნახსენებ პროცესებამდე ამ ორი ტიპის ნავთობის ფასში სხვაობა 10 დოლარს აღემატებოდა, პროცესების ფონზე ეს სხვაობა 5 დოლარამდე შემცირდა.


მთავარი კითხვა რომელიც არსებობს არის, გაგრძელდება თუ არა ნავთობის ფასის მატება და რამდენად მოახდენს ის ზეგავლენას საქართველოზე. ერთად გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომელიც ზემოქმედებენ, როგორც გლობალურ ფასებზე, ისე ადგილობრივ საწვავის ფასზე.


პირველი მნიშვნელოვანია გარემოება, რომელიც უკვე ვახსენეთ, არის ამერიკის პოზიცია რომელიც არც თუ ისე კონკრეტული და ხისტი იყო, როგორც ამას მსოფლიო ელოდა. ამან უკვე მოახდინა პირველი პოზიტიური ზეგევლენა და ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო. მეორე ფაქტორი, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასების მატებას ხელს უშლის არის აშშ-ს გაზრდილი ნავთობის მარაგები.


მაგალითად, 2019 წლის მიწურულს აშშ-მ ნედლი ნავთობის მარაგები, 447,9 მლნ ბარელამდე გაზარდა, რაც თითქმის 1%-ით მეტია, მანამდე არსებულ მაჩვენებელზე.


თუმცა, თავის მხრივ, მანამდე კიდევ გაზრდა შტატებმა ნედლი ნავთობის მარაგები, კერძოდ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის მეორე კვარტალში, შტატების ნედლი ნავთობის მარაგები 1,6 მლნ ბარელით გაიზარდა ანუ 0,4%-ით და შეადგინა 440,5 მლნ ბარელი.


რაც შეეხება საქართველოს და საწვავის ფასს, მართალია გლობალურ ბაზარზე უკვე ფასების შემცირებაც კი დაიწყო, თუმცა ეს გარემოებაც, რომ არა საქართველოში საწვავზე ფასების მატება მოსალოდნელი მაინც არ იყო უახლოეს პერიოდი. მეტიც თუ ბოლო 2 თვეში გამყარებულ ეროვნულ ვალუტას შევხედავთ, ადგილობრივ ბაზარზე აქამდე ფასების შემცირების ტენდენციაც უნდა დაწყებულიყო.


პაატა თურქია

Share