Home » ბიზნესი » „სადაზღვევო ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომელთაც დემპინგურ დონემდე შეუძლიათ ფასების დაწევა, რაც ხარისხზე ცუდად აისახება“

„სადაზღვევო ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომელთაც დემპინგურ დონემდე შეუძლიათ ფასების დაწევა, რაც ხარისხზე ცუდად აისახება“

„სადაზღვევო ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომელთაც დემპინგურ დონემდე შეუძლიათ ფასების დაწევა, რაც ხარისხზე ცუდად აისახება“, – ამის შესახებ „ევროინსის“ გენერალური დირექტორი, იაკობ ედილაშვილი „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა მისცეს სადაზღვევო კომპანიებს იმის საშუალება, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს დარეგულირება ისეთი ნორმატიული აქტების, რომლებიც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩააყენებს ყველა კომპანიას.

„სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა მისცეს სადაზღვევო კომპანიებს იმის საშუალება, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს დარეგულირება ისეთი ნორმატიული აქტების, რომლებიც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩააყენებს ყველა კომპანიას. უნდა დარეგულირდეს ის, რომ არსებობენ დღეს კომპანიები, რომლებიც ასოცირდებიან სხვადასხვა ბიზნესთან და მათ უკან უდგათ ბანკები, აფთიაქები, სამედიცინო დაწესებულებები.

ასეთი დაახლოებით 6-7 კომპანიაა ბაზარზე და მათ აქვთ იმის უნარი, რომ რომ თავისი პროდუქტი გააიაფონ, დავუშვათ, დემპინგურ დონეზეც კი. ეს ხარისხზე იმოქმედებს ცუდად. რადგან, მეც, მინდა თუ არ მინდა, იძულებული ვხდები, მივყვე ამ დემპინგს და ვხედავ რომ ზარალზე გავდივარ  – ავტომატურად ეცემა უკვე ხარისხი და მთლიანად ინდუსტრიას, მთლიანად დაზღვევას, როგორც ასეთს უტყდება სახელი. 

ზოგადად, სადაზღვევო კულტურის, ყველა მხრიდან დიდი და ვრცელი თემაა და მისი განვითარებისთვის კომპლექსური ხედვების ჩამოყალიბება და შემდგომ მათი განხორცილებაა აუცილებელი“, – აცხადებს „ევროინსის“ გენერალური დირექტორი იაკობ ედილაშვილი.

Share