Home » საზოგადოება » სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების 2 რუსულ ჯგუფს: 1XБЕТდა PARI MATCH-ს – ირაკლი გოგავა

სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების 2 რუსულ ჯგუფს: 1XБЕТდა PARI MATCH-ს – ირაკლი გოგავა

„სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების ორ რუსულ ჯგუფს: 1XБЕТ და PARI MATCH-ს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge–სთან საუბრისას აცხადებს.

„რა საკითხებსაც შეეხო, ჯერჯერობით, ყველა ისეთი სფეროა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. მისი ინიციატივების ანალიზი გვაჩვენებს, რომ რეფორმების სახელს ამოფარებული ისეთ სფეროებს მიადგა, სადაც სწრაფად შეიძლება დიდი ფულის მიღება დაინტერესებული ფინანსური თუ ლობისტური ჯგუფებისგან. მაგალითად, ლობირებს თურქული სასუქების დაბრკოლებების გარეშე შეტანას უკრაინაში ადგილობრივი წარმოების შევიწროვების ხარჯზე. სასუქების წარმოება უკრაინას თავისი აქვს. დაახლოებით 3000 საწარმო ამზადებს სასუქს, აქედან 12 გიგანტური, სადაც 113,000 ადამიანია დასაქმებული. მას სურს, რომ ადგილობრივი წარმოება შეავიწროვოს და თურქული სასუქის იმპორტისგან კი ხელი მოითბოს. როგორც ეს საქართველოში გააკეთა – მოკლა ადგილობრივი წარმოება და იმპორტს თავად და მისი ხალხი მოაჯდა.

მსგავსი მიდგომის შედეგად ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი კი შემოსავლებს. ეს კლასიკური პარაზიტული სქემაა, რომელიც მან უცხოელების და იმპორტიორების სასარგებლოდ საქართველოში დანერგა თავისუფალი ვაჭრობის და რეფორმების სახელით. ასევე გამოვიდა უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციის მოთხოვნით – ეს კიდევ ერთი გზაა უკრაინელი ხალხის გაუბედურების და კიდევ უფრო გაღარიბების. მან ეს სქემა საქართველოში აამუშავა და ამ ყველაფერს უკიდურესად ნეგატიური ეფექტი აქვს საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, ხალხის ფსიქიკაზე.

საქართველოში ბანკების მიერ ხალხისთვის ჩამორთმეული 300,000 უძრავი ქონებიდან მესამედი აზარტული თამაშების გამო დაკარგული ქონებაა და ეს სააკაშვილის დაწყებული საქმეა.

სააკაშვილი უკრაინაში ლობირებს აზარტული თამაშების ორ რუსულ ჯგუფს: „1XБЕТ“ და „PARI MATCH“-ს. საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 15 მილიარდი ლარია, უკრაინაში შესაბამისად 10-ჯერ მეტი იქნება. რთული წარმოსადგენი არ არის, რამდენს გადაუხდიან აზარტული თამაშების ლეგალიზებით დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფები“. – აცხადებს გოგავა FOR.GE-სთან საუბრისას.

FOR.GE

Share