Home » საზოგადოება » სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

სააკაშვილი: დრო არ მაქვს საქართველში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო

საქართველოს ექსპრეზინდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტ სტივენ სექერთან ერთად, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ოგანიზებულ ტელე-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინაში მის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.

ჟურნალისტმა სააკაშვილს „ამერიკის ხმის“ შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველოში მომავალ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყოს ჩართული, მაშინ როცა ის ახლა უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას იკავებს.

„მე ფიზიკურად ნამდვილად არ მაქვს დრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვიზრუნო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ცვლილებებს ელოდება.

„ქართული პოლიტიკა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე უკრაინის და ბევრი დრო სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ცვლილებები მოხდება.

მე როცა პრეზიდენტი ვიყავი, ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. რვა წელზე მეტია მე ხელისუფლებაში არ ვარ… ამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკა 6-7 პროცენტით შეიკვეცება. ეს არაა კარგი სიტუაცია.

ქართველები მიიღებენ ცვლილების გადაწვეტილებას. არ ვფიქრობ რომ ჩემგან რაიმე ბიძგია საჭირო“, – თქვა მან.

კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავებას თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ არჩევნებზე წარმატებას მიაღწევს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ადრეა.

amerikiskhma.com

Share