Home » ახალი ამბები » საავტომობილო პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზია

საავტომობილო პროდუქციის პირველი ონლაინ მაღაზია

„თეგეტა მოტორსი“ წარმოგიდგენთ მორიგ ინოვაციურ პროექტს, საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველ პლატფორმას საავტომობილო სფეროში shop.tegetamotors.ge, რომელიც საავტომობილო პროდუქტებისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, საავტომობილო სფეროშიც შესაძლებელია უამრავი სიახლის შეტანა, აქედან გამომდინარე „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის მუდმივად ნერგავს სხვადასხვა სიახლეს.

„თეგეტას“ ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება, კომპანიის მაღაზიათა ქსელში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი შეიძინოს ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად shop.tegetamotors.ge-ზე და მიიღოს შენაძენი სახლში ან გაიტანოს კომპანიის ცენტრალური ფილიალიდან.

ამ ეტაპზე, პროდუქციის მიწოდება ხორციელდება თბილისის მასშტაბით. შენაძენის გატანა ხდება ცენტრალური ფილიალიდან, შესყიდვის განხორციელებიდან მეორე სამუშაო დღეს.

Share