Home » ეკონომიკა » რუსთავში სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ იხსნება, სადაც 4 თვეში 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

რუსთავში სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ იხსნება, სადაც 4 თვეში 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

ქალაქ რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ იხსნება, სადაც ოთხ თვეში 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც დღეს რუსთავში იმყოფებოდა.

პრემიერი დღეს ქალაქ რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ პრეზენტაციას დაესწრო.

შპს „ქართლი ტექსტილს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

აქედან, 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90 პროცენტი ქალი.

Share