Home » მსოფლიო » რუსეთში უმუშევართა რაოდენობა 97.6%-ით გაიზარდა

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა 97.6%-ით გაიზარდა

რუსეთში უმუშევართა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და მაისის შუა რიცხვებისთვის 1.4 მილიონს გადააჭარბა, – სააგენტო “ტასსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

„რეგისტრირებული უმუშევრობის რაოდენობა იმ თარიღიდან რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ- სხვა ეტაპზე გადასვლის თარიღიდან – 725 800-დან 1.434 მილიონამდე გაიზარდა. ეს კი თითქმის გაორმაგებას, ანუ 97.6%-ით გაზრდას ნიშნავს,”- განაცხადა ტატიანა გოლიკოვამ.

მისივე თქმით, 1 მარტიდან დღემდე დასაქმების სამსახურებს დასაქმების, ან შესაბამისი დახმარების მიღებით თხოვნით რუსეთის 1.654 მილიონმა მოქალაქემ მიმართა.

ipn.ge

Share