Home » საზოგადოება » “რუსეთს ჩვენი ქვეყნის ვალი აქვს და მან ეს ვალი უნდა დააბრუნოს”
"რუსეთს ჩვენი ქვეყნის ვალი აქვს და მან ეს ვალი უნდა დააბრუნოს"

“რუსეთს ჩვენი ქვეყნის ვალი აქვს და მან ეს ვალი უნდა დააბრუნოს”

„რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ვალი აქვს და მან ეს ვალი უნდა დაბრუნოს“, – ამბობს  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი პარტიის წევრების რუსეთში ვიზიტის შესახებ.

კვიციანს მიაჩნია, რომ დროა საქართველოს მთვრობამ რუსეთის ფედერაციასთან სახელისუფლებო დონეზე დაიწყოს მოლაპარაკებები, რადგან, მისი თქმით, დიალოგი არის ყველაფრის გარანტი და მოლაპაკებით სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია.

ემზარ კვიციანი იმედოვნებს,რომ მათი პარტიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, ხელისუფლებას დააფიქრებს და გაუჩენს სურვილს შეხვედრები ოფიციალურ დონეზე დაიწყოს.

11 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რუსეთის სათათბიროში შეხვედრას გარდამტეხი შედეგები მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დიდიე რეინდერსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

 

Share