Home » მსოფლიო » რუსეთმა ომისთვის მზადება დაიწყო – პუტინმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა
რუსეთმა ომისთვის მზადება დაიწყო - პუტინმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა

რუსეთმა ომისთვის მზადება დაიწყო – პუტინმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა

ვლადიმერ პუტინმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მთელი სიმძლავრე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გადავიდეს ,,საომარ რელსებზე’’. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს ,,ობოზრევატელი’’ (ვებ გვერდი “ტელესკოპი”) კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

“ამისთვის მზად უნდა იყვნენ როგორც ყველა სტრატეგიული, ასევე მსხვილი საწარმო, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა’’,- განაცხადა პუტინმა.

მასალაში ნათქვამია, რომ ეკონომიკას უნდა შეეძლოს სწრაფად მოაგვაროს თავდაცვითი პროდუქციის გამოშვება. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბარი.

,,სტოპ ტერორის’’ სამხედრო მოხალისის, სემენა კაბაკაევას აზრით, ეს ყველაფერი ომის მზადებისკენ მიუთითებს.

’’ომი ძვირია და ბიზნესს მოუწევს მხარი დაუჭიროს ახალ საომარ კამპანიას.  სანქციები მუშაობს იმდენად ძლიერად, რომ რუსეთის ეკონომიკა ვეღარ ახერხებს ამოცანებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციაში არჩევნების დროს ჩვენ ვნახავთ ახალ სამხედრო კონფლიქტს ან არსებულის გამწვავებას’’,- განაცხადა კაბაკაევმა.

მოამზადა ლევან ლაგვილავამ

Share