Home » მსოფლიო » რუსეთმა ლიდერობა დაკარგა – თურქეთში გაზის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა

რუსეთმა ლიდერობა დაკარგა – თურქეთში გაზის მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანი გახდა

რუსეთმა თურქეთის ბაზარზე იმპორტირებული გაზის მოცულობის მხრივ პოზიციები დაკარგა.

თურქეთის ენერგეტიკის მარეგულირებლის – EPDK-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული გაზის დიდი წილი ახლა აზერბაიჯანზე მოდის.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მარტში რუსულ გაზს თურქულ ბაზარზე 32,55% ეკავა, წელს კი ეს მაჩვენებელი 9,89%-მდე შემცირდა.

ლიდერის პოზიცია თურქეთში გაზის ექსპორტთან დაკავშირებით ამჯერად აზერბაიჯანმა დაიკავა.

თურქეთში ექსპორტირებული გაზის 23,45% აზერბაიჯანზე მოდის, 19,95%-ით მეორე ადგილზეა ყატარი, 14,15% ირანზე მოდის, 13,96% – ალჟირზე, ხოლო რუსეთმა 9,89%-ით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

BPN.GE

Share