Home » საზოგადოება » რომან კაკულია – ვფიქრობ, სავალუტო ჯიხურები ძალიან მალე განაახლებენ მუშაობას

რომან კაკულია – ვფიქრობ, სავალუტო ჯიხურები ძალიან მალე განაახლებენ მუშაობას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს ბიზნესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„პირდაპირ დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. ახლა დღეს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

Share