Home » საზოგადოება » რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს თანამდებობების გაცვლას სთავაზობს

რომან კაკულია ვანო ზარდიაშვილს თანამდებობების გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ყოფილ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან წასვლის შემდეგ “ენერგოტრანსის” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, თანამდებობების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით განუცხადა. 

“ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება”,- განაცხადა კაკულიამ.

მედიაში დაიწერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაუინიშნა.

Share