Home » საზოგადოება » როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და ქვეყანა სისხლში ცურავდა, კონგრესმენების გამოხმაურება არ მახსენდება – ია მეტრეველი

როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და ქვეყანა სისხლში ცურავდა, კონგრესმენების გამოხმაურება არ მახსენდება – ია მეტრეველი

“მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მართლა სისხლში რომ ცურავდა ქვეყანა, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და წამებით კლავდნენ, მაშინ არ მახსენდება კონგრესმენების გამოხმაურება და მხარდაჭერა. სწორედ დღეს, ეს კონგრესმენები, ვინც დღეს მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” უდგება მხარში, მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, რომელთაც ძალიან დიდ ფულს უხდიდა სააკაშვილი და მისი მომხრეები, რომლებსაც მთელი საქართველოს ფული აქვთ წაღებული და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ამ ფულებით ჰყავთ მოსყიდული და ალაპარაკებენ. მე არაფრად მიმაჩნია მათი ეს განცხადებები, სიმართლე არის ქვეყნისკენ და ხალხისკენ და ამ სიმართლეს ვერაფრით გადაფარავენ”,- განაცხადა მეტრეველმა.

Share