Home » ეკონომიკა » როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია – კობა გვენეტაძე

როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია – კობა გვენეტაძე

ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორზე არსებული სიტუაციის გავლენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა 0-5%-ის ფარგლებში იქნება და შესაძლოა, მიმდინარე წელი ბანკებმა ზარალით დაასრულონ, თუმცა ფინანსური გამოწვევას საქართველოს საფინანსო სექტორი მომზადებული შეხვდა.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი, პანდემიასთან ერთად ხაზს უსვამს ნავთობის ფასების კლების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

„კვლავ რჩება გაურკვევლობა პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და ჩვენც თავისუფალი ვერ ვიქნებით ამ კონტექსტიდან. პანდემიის გარდა კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, არის ნავთობის ფასის შემცირება.

ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, რადგან ერთ შემთხვევაში მცირდება იმპორტის მოცულობა, რადგანაც ფასები კლებულობს, ამავედროს არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციები და გადმორიცხვები იმ ქვეყნებიდან, სადაც ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე შემცირდება ამ პერიოდში და ამასაც გავლენა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ.

გამოვედით ერთი შოკიდან, რომელიც შარშან რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვას მოყვა და შემდეგაა უკვე ორმაგი შოკი, რომელიც პანდემიით და ნავთობის ფასების კლებით გამოიხატება,“ – განმარტა გვენეტაძემ.

Share