Home » ბიზნესი » რიყის დოქები არ გაიყიდა

რიყის დოქები არ გაიყიდა

რიყის დოქები არ გაიყიდა. ობიექტის სარეალიზაციოდ მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონი ისე დასრულდა, რომ ინტერესი არც ერთ ინვესტორს არ გამოუხატავს.

რიყის დოქების საპრივატიზაციო ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა.

მთავრობამ ობიექტი აუქციონზე 5 თებერვალს გამოიტანა. არსებული საპრივატიზებო პირობით, ადგილზე მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა მოხდეს. ტერიტორიაზე შესაძლოა განთავსდეს სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, თეატრი ან საგამოფენო სივრცე. აუქციონი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობადა და ის დღეს, ხუთ საათზე დაიხურა.

“ბიზნესპარტნიორი”

Share