Home » ახალი ამბები » რიკოთზე სამუშაოები სპეციალური წესების დაცვით მიმდინარეობს

რიკოთზე სამუშაოები სპეციალური წესების დაცვით მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის სამუშაოები, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 𝟏𝟐.𝟐 კმ-იან, უბისა-შორაპანის 𝟏𝟑 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 𝟏𝟏.𝟕 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

სამუშაოები 𝟑𝟐 ხიდზე და 𝟐𝟓 გვირაბზე პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 𝟓𝟏.𝟔 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 𝟗𝟔 ხიდსა და 𝟓𝟑 გვირაბს მოიცავს.

პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მგზავრობის დროს გაანახევრებს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილი 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი გახდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 𝟐𝟎𝟐𝟐 წლისთვის.

Share