Home » მსოფლიო » რეპერი კანიე უესტი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

რეპერი კანიე უესტი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

აშშ-ის საარჩევნო კომისიი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეპერი კანიე უესტი ოკლაჰომის შტატის საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

15 ივლისი ოკლაჰომაში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა იყო. საბუთებში რეპერმა აღნიშნა, რომ „დაბადების დღის პარტიას“ წარადგენს.

კანიე უესტის სახელი ოკლაჰომის შტატის ბიულეტენებში დაიბეჭდება, თუმცა აქამდე უცნობია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას საარჩევნო რბოლაში.

Share