Home » მსოფლიო » “რელიგიური შეხედულებები უნდა გაუქმდეს, თუ არ ემთხვევა გაეროს შეხედულებას ადამიანის უფლებების შესახებ”

“რელიგიური შეხედულებები უნდა გაუქმდეს, თუ არ ემთხვევა გაეროს შეხედულებას ადამიანის უფლებების შესახებ”

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, რელიგიური თავისუფლების საკითხებში, აჰმად შაჰიდის განცხადებით, ტრადიციულ ზნე-ჩვეულებებზე დაფუძნებული კანონები, რომლებიც ხშირად რელიგიური ხასიათისაა, უნდა გაუქმდეს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების დაცვას, რასაც გაერო ითვალისწინებს.

”სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება ყველას, მათ შორის ქალებს, გოგონებს და ლგბტ+ ადამიანებს, მისცეს თანაბარი შესაძლებლობა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით, მათ შორის, ისეთი გარემოს შექმნით, სადაც პლურალისტური და პროგრესული თვითშეცნობა იქნება შესაძლებელი.

იმისათვის, რომ თვითშეცნობის საშუალება არსებობდეს, უნდა მოხდეს აბორტის და სხვადასხვა სექსუალური ქცევის დეკრიმინალიზება“, – განაცხადა შაჰიდმა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა lifesitenews.com ავრცელებს.

გიორგი არაბული

Share