Home » საზოგადოება » რა ქონებას ფლობს პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი
რა ქონებას ფლობს პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი

რა ქონებას ფლობს პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი

პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ნატო ჩხეიძე, გასულ წელს მილიონერ დეპუტატებს შორის დასახელდა.
კერძოდ, მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” კვლევის შედეგად, ჩხეიძე პარლამენტში გამოვლენილ 41 მილიონერ დეპუტატს შორისაა და მისი დეკლარირებული ქონება 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, ნატო ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლეა.

2017 წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს თბილისში მდებარე – 170,13 კვადრატული მეტრი ფართობისა და 428,30 კვ. მეტრის ბინებს, 40 კვ. მეტრის ავტოსადგომს, 29,52 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს, 602 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთში. მის საკუთრებაშია ასევე: გორის რაიონში მდებარე 9 376 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 35%-იანი წილი და 601 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი წყნეთში. მასვე ეკუთვნის 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების 158 ფერწერული ტილო.

რაც შეეხება ჩხეიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 32 000 ლარი, “ბანკი ქართუს” მიმდინარეზე -76 000 ლარი, ხოლო HSBC ბანკის მიმდინარეზე – 15 200 გირვანქა სტერლინი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 400 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მისმა გასავალმა გასულ წელს ჯამში 55 700 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ფლობს, 1 081 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, 603 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთში, ასევე დედაქალაქში მდებარე 4 200 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს. მის საკუთრებაშია ასევე: 1 310 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილი, 95 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 70%-იანი წილი და 17 კვ. მეტრის ავტოფარეხი თბილისში. ოქუაშვილი ფლობს ასევე თბილისში მდებარე 3 866 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 70%-იან წილს, 39 987 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს კარალეთში, გორში მდებარე 515 კვადრატული საცხოვრებელი სახლის 90%-იან წილს და 170 კვ. მეტრის ფართობის ბინას ლონდონში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW M5.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოქუაშვილი ფლობს ასევე ჯამში 20 ათას ამერიკულ დოლარად შეძენილ 200 აქციასა (პანამა) და 2016 წელს 5 000 000 დოლარად შეძენილ 125 000 აქციას (შვეიცარია).

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, “თი–ბი–სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 62 000 ლარი, 117 000 დოლარი და 110 000 ევრო, HSBC ბანკის მიმდინარეზე – 35 000 გირვანქა სტერლინგი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 9 600 ლარი ჰქონდა. ამასთან, ლონდონში ინდმეწარმედ საქმიანობისას, მისმა წლიურმა შემოსავალმა 521 196 გირვანქა სტერლინიგი შეადგინა.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით ოქუაშვილის სახელზე იყო გაფორმებული 4 იჯარის ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც წლიურმა შემოსავალმა ჯამში 112,039 ლარი შეადგინა. ამასთან, ოქუაშვილის წლიური გასავალი სწავლის საფასურისა და რემონტის ხარჯზე ჯამურად 23 200 გირვანქა სტერლინგი იყო.

Bpn.ge

Share