Home » ფინანსები » რა უჯდება ჩვენს სახელმწიფოს საფეხბურთო ჩემპიონატების შენახვა

რა უჯდება ჩვენს სახელმწიფოს საფეხბურთო ჩემპიონატების შენახვა

 “ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა” 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს კლუბების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას. საინტერესოა თუ რა უჯდება სახელმწიფოს ქართული კლუბების შენახვა, რამდენად ეხმარებათ მათ ეს ფინანსები განვითარებაში, სად და როგორ იხარჯება გამოყოფილი თანხები და სხვა უამრავი რამ. თუმცა, სანამ „ფეხბურთის განვითარების ფონდი“ კლუბების მიერ ხარჯვით ანგარიშს წარმოუდგენს საზოგადოებას, მანამდე თვალი გადავავლოთ გასულ, 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელს და ვნახოთ თუ ვინ რა ფინანსური შედეგებით დაასრულა ეროვნული ჩემპიონატი.

 ანგარიშს მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 78 საფეხბურთო კლუბი საერთო ჯამში 33 969 200 ლარით დააფინანსა.

ჯამში, თითქმის 34 მილიონი ლარიდან, 19 128 525 ლარი ეროვნული ლიგის ათმა კლუბმა მიიღო, ეროვნული ლიგა 2-ის 10 კლუბი 8 232 385 ლარით დაფინანსდა, ეროვნული ლიგა 3-ის ათმა კლუბმა 2 923 827 ლარი, ხოლო ეროვნული ლიგა 4-ის ათმა კლუბმა კი 1 823 470 ლარი მიიღო. რეგიონალური ლიგის ოცდათვრამეტივე კლუბს 1 860 992 ლარი ერგო.

შედარებისთვის, „ფეხბურთის განვითარების ფონდმა“ 2018 წელს ჯამში 36 592 997 ლარი გამოყო ქართული კლუბებისთვის.

2019 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა, 3 062 988 ლარი 2019 წლის ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ მიიღო. ბათუმის „დინამომ“ ჯამში 2 246 763 ლარი მიიღო გასულ წელს, ხოლო საფეხბურთო კლუბმა თბილისის „საბურთალომ“ კი 2 769 736 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ თბილისის „დინამომ“ და თბილისის „საბურთალომ“ UEFA-სგან 300 000 ლარი მიიღეს ევროსარბიელზე რამდენიმე ეტაპის გავლის გამო.

რაც შეეხება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის დანარჩენ შვიდ კლუბს, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისის „ლოკომოტივი“ 2 106 000 მილიონი ლარი, საჩხერის „ჩიხურა“ 1 581  500 ლარი (150 000 UEFA-სგან), გორის „დილა“ 1 776 315 ლარი, ქუთაისი „ტორპედო“ 1 977 466 ლარი, რუსთავის „რუსთავი“ 1 371 363 ლარი, ბოლნისის „სიონი“ 1 294 481 ლარი, „ვიტ ჯორჯია“ 942 640 ლარი.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ საბაზისო დაფინანსება ყველა კლუბისთვის 800 000 ლარს შეადგენს. დანარჩენი კი დამოკიდებულია კონკრეტული კლუბების მიერ მიღწეულ შედეგზე, კონკრეტულად იმაზე, თუ რამდენი შეხვედრის გამარჯვებას დააფიქსირებს ესა თუ ის კლუბი როგორც „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე, ასევე, ევროსარბიელზე წარმატებული სვლის შედეგადაც.

მაგალითისთვის, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ შეხვედრის გამარჯვებით დასრულების შემთხვევაში 20 000 ლარი ერგება კლუბს, მატჩის ფრედ დასრულებისას 6 500 ლარი, ხოლო თასზე გადალახული თითეული ეტაპისთვის 10 000 ლარი. უშუალოდ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გამარჯვებული დამატებით 600 000 ლარს გამოიმუშავებს, მეორე პოზიციაზე გასული 400 000 ლარის, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციაზე გასულები კი 200 000 ლარს.

გარდა ამისა, მოქმედებს კლუბში ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირების მექანიზმიც, რომლის მიხედვითაც, თითოეულ კლუბს გარკვეული რაოდენობის თანხა ერიცხება იმ შემთხვევაში თუ ისინი შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას. ამ მექანიზმის მიხედვით, ყველაზე მეტი დაფინანსება ფონდისგან თბილისის „დინამომ“ და თბილისის „ლოკომოტივმა“ მიიღეს, თითოეულმა 700 000 ლარის ოდენობით.

განსხვავებით „კრისტალბეთ ეროვნული ლიგისგან“, „კრისტალბეთ ევროვნულ ლიგა 2“-ში ყველა კლუბის საბაზისო დაფინანსება 500 000 ლარს შეადგენს. 2019 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2“-ში მოასპარეზე სამტრედიის „სამტრედიამ“ მოიპოვა  1 120 400 ლარის ოდენობით. მეორე პოზიციაზე გამომუშავებული თანხის მიხედვით თბილისის „მერანია“, რომელმაც ჯამში 2019 წელს 1 024 586 ლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის დანარჩენ კლუბებს, 2019 წელს მათ მიერ გამომუშავებული თანხების მოცულობა შემდეგია: თელავის „თელავი“ 873 248 ლარი, „შევარდენი 1906 თბილისი“ 860 265 ლარი, ზუგდიდის „ზუგდიდი“ 845 065 ლარი, „გაგრა“ 810 642 ლარი, „ცხინვალი“ 746 805 ლარი, „კოლხეთი 1913 ფოთი“  656 344 ლარი, ქობულეთის „შუქურა“ 653 100 ლარი, ლანჩხუთის „გურია“ 644 930.

დაფინანსების პრინციპი აქაც იგივეა რაც „კრირტალბეთ ეროვნულ ლიგაშია“, თუმცა აქ თითოელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში 10 000 ლარი ერგება კლუბს, ხოლო ფრედ დასრულების შემთხვევაში კი 3 300 ლარი.

„ეროვნული ლიგა 3“-ის საბაზისო დაფინანსება 250 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს „ეროვნულ ლიგა 3“-ში ყველაზე მეტი თანხა მარტვილის „მერანმა“ გამოიმუშავა ჯამური მოცულობით 370 000 ლარი. მეორე პოზიციაზე გამომუშავებული თანხის ოდენობით წყალტუბოს „სამგურალია“ 320 000 ლარით.

„ეროვნულ ლიგა 3“-ში მოასპარეზე დანარჩენი გუნდების მიერ 2019 წელს გამომუშავებული თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: „არაგვი დუშეთი“ 316 601 ლარი, „ბორჯომი 2013“ 286 900 ლარი, ხობის „კოლხეთი“ 286 890 ლარი, „საბურთალო 2“ 284 946 ლარი, ტყიბულის „მეხაშტე“ 280 870 ლარი, ჩოხატაური „ბახმარო“ 264 710 ლარი, გორის „გორი“ 257 950 ლარი, ქედის „ბეთლემი“ 254 961 ლარი.

აღსანიშნავია, რომ „ეროვნული ლიგა 3“-დან პრემია მხოლოდ მარტვილის „მერანმა“ გამოიმუშავა 30 000 ლარის ოდენობით. ის არის ლიდერი სტიმულირების ნაწილში დაფინანსების მოცულობით, ჯამურად 100 000 ლარი, რომელსაც 70 000 ლარით წყალტუბოს „სამგურალი“ მოჰყვება.

კიდევ უფრო დაბალი რანგის ჩემპიონატის „ეროვნული ლიგა 4“-ის საბაზისო დაფინანსება 150 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ლიგაში ყველაზე მეტი მოცულობის თანხა 2019 წელს საგარეჯოს „გარეჯმა“ გამოიმუშავა 223 547 ლარის ოდენობით. გამომუშავებული თანხის მიხედვით, მეორე პოზიციაზე „ვარკეთილია“ 227 785 ლარით. დანარჩენი გუნდების გამომუშავებული თანხა შემდეგია: „თბილისი სითი“ 203 272 ლარი, „ჭიათურა“ 193 805 ლარი, „ოდიში 1919 ზუგდიდი“ 168 137 ლარი, „სამეგრელო ჩხოროწყუ“ 166 358 ლარი, „ეგრისი სენაკი“ 164 026 ლარი, „სპაერი“ 160 000 ლარი, „იმერეთი ხონი“ 160 000 ლარი, „ალგეთი მარნეული“ 156 540 ლარი.

რაც შეეხება რეგიონალურ ლიგას, აქ საბაზისო დაფინანსება 50 000 ლარს შეადგენს. ჯამში 38 გუნდი გამოდის, საიდანაც ოცდაჩვიდმეტმა მიიღო საბაზისო დაფინანსება სრულად, ხოლო ლაგოდეხის „ჰერეთმა“ 47 000 ლარი.

სანდრო პირველი

Share