Home » საზოგადოება » რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შერჩევისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შერჩევისას?

ტელევიზორები საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახლავთ. მიუხედავად ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის მიღების უამრავი ალტერნატივისა, ისინი ისევ ინარჩუნებენ პოპულარობას და მწარმოებლებიც წლიდან წლამდე ახალ, გაუმჯობესებულ მოდელებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

დღეისთვის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციონალის ტელევიზორს იხილავთ. გადავწყვიტეთ მათი ზოგადი მიმოხილვა წარმოგიდგინოთ და მნიშვნელოვან პარამეტრებში უკეთ გათვითცნობიერების საშუალებაც მოგცეთ.

საუბარია თანამედროვე, თხევადკრისტალურ ტელევიზორებსა და მათ სხვადასხვა მოფიციკაციაზე.

მაშ ასე, რა მახასიათებლები აქვთ თხევადკრისტალურ LED ტელევიზორებს?

ტელევიზორების ყველა მწარმოებელი თავის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად თხევადკრისტალური ტელევიზორების ეკრანებზე გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას მიიჩნევენ. სწორედ ასე შემუშავდა LCD სისტემაზე მომუშავე ტექნოლოგიები. LED ტელევიზორები კი გარკვეულწილად შემდეგი ნაბიჯი, უახლესი სიტყვაა ამ მიმართულებით, რომელიც ზემოხსენებულ ტექნოლოგიას ემყარება.

ეკრანის ტიპები

ამ ტიპის მოწყობილობებში გამოირჩევა სამი ტიპის ეკრანი.

  • LCD – ამ ტერმინით მოიხსენიებენ თხევადკრისტალურ ეკრანებს.
  • CCFL (ფლუორესცენტური ნათურა გაგრილებულ კათოდებზე) – გულისხმობს კათოდური ნათურით განათებულ თხევადკრისტალური ეკრანს.
  • LED (დიოდური ნათურა) – მიკროსკოპული დიოდების ნათურების საშუალებით განათებული თხევადკრისტალური ეკრანი.

სწორედ განათების კონსტრუქცია განაპირობებს გამოსახულების ხარისხს და მოწყობილობის ელექტროენერგიის მოხმარებას.

გამოსახულების ხარისხი

ჩვეულებრივ თხევადკრისტალურ ტელევიზორებში განათება იქმნება ფლუოროსცენტური ნათურის მიხედვით, რომელიც მდებარეობს ან დისპლეის უკან, ან კი გვერდებზე. ასეთი განლაგება საშუალებას არ იძლევა გაძლიერდეს სიკაშკაშე და ფერთა გამის სიღრმე ეკრანის ერთ ნაწილზე, მეორეზე კი საჭიროების მიხედვით მოხდეს მისი კლება.

LED ტელევიზორებში განათების წყაროს წარმოადგენს მინიატურული დიოდური ნათურების სისტემა, რომელიც დისპლეის უკან მატრიცაშია განლაგებული. ამ წყობით შესაძლებელია გამოსახულების მოთხოვნის მიხედვით ეკრანის ლოკალურ მცირე უბნებზე შესაბამისი მაჩვენებლების მიღწევა.

ორ მეთოდს შორის სხვაობა პიქსელების განათების კუთხით საკმაოდ აშკარაა:

  • LED დისპლეის მქონე ტელევიზორი განათებას რთავს ეკრანის ბნელ ადგილებში (პიქსელებში), და ამის პარალელურად აძლიერებს სინათლეს ნათელ ნაწილებში. ასე სურათი იღებს მაღალ კონტრასტსა და მოცულობითობას.
  • CCFL დისპლეის მქონე ტელევიზორის აკლებს ან უმატებს სრული ეკრანის განათებას, თუმცა ვერ ახერხებს გამოსახულების ცალკეული მონაკვეთების დამუშავებას.
  • დინამიური კონტრასტის მაჩვენებლები (ვიდეო გამოსახულებიდან გამომდინარე ეკრანის ნაწილების ჩამუქებისა და განათების შესაძლებლობა) LED დისპლეებზე ბევრად მაღალია ვიდრე სტანდარტულ თხევადკრისტალურ ეკრანებზე..
  • დიოდური ნათურების ენერგომოხმარება 40%-ით ნაკლებია, ვიდრე გრილ კათოდურ ნათურებზე მომუშავე ნათურებისა.

ტელევიზორის შერჩევის წესები:

LED თხევადკრისტაული ტელევიზორის ყიდვამდე უმჯობესია გაითვალისწინოთ მისი რამდენიმე მახასიათებელი:

  • დიაგონალი უნდა იყოს არანაკლებ 32-42 ინჩისა რათა ტელევიზორი განთავსდეს მომხმარებლისთვის ოპტიმალურ 2.5-3 მეტრის მანძილზე, ეკრანის სიმკვეთრის დაკარგვის გარეშე.
  • რაც უფრო დიდია ეკრანი, მით უფრო მეტი პიქსელების ფორმირების უნარი გააჩნია მას, რაც შესაბამისად ზრდის გამოსახულების ხარისხს. ეს აქტულურია დიდი დიაგონალის მქონე ეკრანის შემთხვევაში.
  • 42 დიუმიანი 42 ან მეტ ინჩიანი ეკრანებისთვის ეს არის Full HD ფორმატი.
  • ზოგიერთი Full HD ტელევიზორების ეკრანი დაფარულია სპეციალური გენით რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ 3D გამოსახულების სათვალეები. ასეთი LED ტელევიზორები 3D ფუნქციით საკმაოდ ძვირი ღირს უბრალო Full HD ანალოგებთან შედარებით, თუმცა 3 განზომილებიანი ტექნოლოგიების ფეხის მოკიდებასთან ერთად მათი ფასებიც საკმაოდ სწრაფად მცირდება.
  • რაც უფრო მეტია გამოსახულების გახსნის სიჩქარე, მით უფრო დინამიურად გამოიყურება სცენები ფილმებში. ოპტიმალური სიხშირე არ უნდა იყოს 100 გჰზ-ზე ნაკლები.
  • LED განათების მქონე ტელევიზორების სიგანე მცირედით მეტია ვიდრე გვერდითი განათების ეკრანებისა. უფრო ბრტყელი ეკრანი გვერდებზე განლაგებული დიოდებით ძალიან კარგი არჩევანი იქნება კედელზე დასამონტაჟებლად.

ასევე ღირს ყურადღების გამახვილება მისაერთებელ პორტებზეც:

  • რამდენიმე HDMI პორტი, რომლებიც ერთდროულად გადასცემენ ხმასაც და ვიდეოგამოსახულებასაც, საშუალებას მოგცემთ დააკავშიროთ ტელევიზორი კომპიუტერს, DVD პლეიერს, ტიუნერს, სათამაშო კონსოლს ან უბრალოდ სმარტ ტელევიზორს (თუ ტელევიზორს ასეთი არ აქვს ჩაშენებული).
  • ციფრული მოწყობილობების ან გარე ინფორმაციული დისკების შესაერთებლად არ იქნება ცუდი ერთი ან რამდენიმე UBS პორტი.

NS

Share