Home » საზოგადოება » რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის დავალების შესრულებაა – ხაზარაძე

რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის დავალების შესრულებაა – ხაზარაძე

„ის, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხდება, რუსეთის დავალების შესრულება და კურსის შეცვლაა“ , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით განუცხადა, კონსორციუმი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ არბიტრაჟს მიმართავს.

„კონსორციუმის ხელმძღვანელობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ცდილობდა, ორთვიანი ვადა კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად გამოყენებულიყო. იცით, რომ 5 ქვეყნის ინვესტორია ჩართული ამ პროექტში,75 მილიონი დოლარი ინვესტირებულია. სამწუხაროდ, არანაირი შეხვედრა არ მოხდა მთავრობასთან. შესაბამისად, კონსორციუმი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ინვესტორების ინტერესი და ამ ორთვიანი ვადის გასვლის შედეგად საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს ჟენევაში. ესაა ჩვეულებრივი ამბავი. ურცხვი განცხადებები, რომ თითქოს სახელმწიფო ხელს უწყობდა კონსორციუმს, ძალიან მწარე ტყუილია, რაც მმართველ პარტიას სჩვევია“ – აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ბრალდებები კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და დღესაც არსებობს ორი ინვესტორი, რომელიც მზადაა, დაასრულოს პროექტი.

Share