Home » ეკონომიკა » რაში დაიხარჯება StopCoV ფონდში მობილიზებული მილიონები

რაში დაიხარჯება StopCoV ფონდში მობილიზებული მილიონები

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. მისივე თქმით, საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და პროცესში თავად შემომწირველი ბიზნესიც ჩართულია.

„ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმართბელობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდის შექმნა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კოორდინაციით თანხების მიმართვა კონკრეტული საჭიროებებისკენ უფრო ეფექტიანად განხორციელდება.

„გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Share