Home » ფინანსები » რაში დაიხარჯება რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 73.1 მლნ ევროს ოდენობის დახმარება

რაში დაიხარჯება რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 73.1 მლნ ევროს ოდენობის დახმარება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე განმარტავს, თუ როგორ გადანაწილდება 73.1 მლნ ევრო, რომელსაც რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს.

როგორც კაკაურიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 29 მლნ ევრო უშუალოდ ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება, ხოლო დანარჩენი – სოციალურ დახმარებებს.

„29 მლნ მოხმარდება ჯანდაცვის სფეროს, ეს არის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე ინფიცირებულების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო აღჭურვილობა. მეორე მიმართულება, დაახლოებით 44 მლნ ევრომდე, არის სოციალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა.

ეს ითვალისწინებს იმ კომპენსაციებს, რაც გაჟღერებულია – ეს არის სამუშაოს დაკარგვისთვის კომპენსაცია, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სადაც 3 ან მეტი შვილია.

ასევე, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, ვისაც 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე აქვს. ეს თანხები სრულად არაა საკმარისი, თუმცა ამ კვირაშივე მოეწერება ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომელიც დამატებით დაახლოებით 100 მლნ ევროს გამოყოფს ამავე მიზნებისთვის. ეს სესხი არის 26 წლიანი, მათ შორის 13 წელი არის საშეღავათო პერიოდი“,- განაცხადა კაკაურიძემ.

Share