Home » საზოგადოება » რატომ დარჩა 3-ზე მეტი ადამიანის გადაყვანის შეზღუდვა ტაქსებისთვის – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

რატომ დარჩა 3-ზე მეტი ადამიანის გადაყვანის შეზღუდვა ტაქსებისთვის – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და ეს კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტაქსებისთვის დატოვებული შეზღუდვების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს და ეს ეხება როგორც მგზავრებს, ისევე მძღოლებს.

„მძღოლი ძალიან ხშირად იცვლის მგზავრებს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე ჩვენ ეს შეზღუდვა ძალაში დავტოვეთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Share