Home » საზოგადოება » “რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს”

“რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს”

“არ ვიცი, რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან რაღაც უკეთესია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, წაყვანი ქვეყნებიდან ყოველდღე უკავშირდებიან და კონსულტაციებს სთხოვენ.

“არ ვიცი, რატომ გვაქვს თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან რაღაც უკეთესია. ჩვენგან იღებენ მაგალითებს, ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს.

ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა, სადაც ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები”, – განაცხადა ცერცვაძემ.

Share