Home » საზოგადოება » რატომ არ უნდა შეიცვალოს მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შეზღუდვა – ხუნდაძის განმარტება

რატომ არ უნდა შეიცვალოს მანქანით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შეზღუდვა – ხუნდაძის განმარტება

ქართული ოცნების დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რატომ უნდა დარჩეს ძალაში მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობის შეზღუდვა.

“მანქანას მართავს მძღოლი, ხშირად, ავტომობილს ყავს ერთი მძღოლი. ავტომობილში ყველაზე ხშირად წინ ზის მძღოლი. როცა ავტომობილში არა ოჯახის წევრი შესაძლოა იყოს, ეს მგზავრი შეიძლება დღეში რამდენჯერმე იცვლებოდეს, მაგალითად, ტაქსიში, სხვა ავტომანქანაში, შეუძლია, გაუჩეროს თანასოფლელს, თანამოქალაქეს ა.შ. მაგრამ, უკან თუ ზის ცოლ-ქმარი, მას გადამოწმებაც არ სჭირდება, იმიტომ, რომ დისტანცია მძღოლთან დაცულია. ამიტომ, ქორწინების მოწმობის შემოწმება აღარ არ საჭირო. ამიტომ, ამაზე საუბარი სპეკულაციურია”, – თქვა მან პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს.

მიზეზად ხელისუფლება ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

Share